მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოლაპარაკებები მძიმე იყო“ - პოდოლიაკი

621d0c7a2955b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.22 22:00
762
პრიპიატიში გამართულ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველ რაუნდს, უკრაინული მხარე აფასებს, როგორც მძიმეს. ამის შესახებ პოსტს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.

ის რუსეთთან შეხვედრისას უკრაინის წარმომადგენლობის შემადგენლობაში იყო და მანვე შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.

„მოლაპარაკებები მძიმე იყო. მართალია, უკვე რაღაც ულტიმატუმების გარეშე. რუსული მხარე, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უკიდურესად არაობიექტურად უყურებს მის მიერ წამოწყებულ დამანგრეველ პროცესებს“, - წერს პოდოლიაკი.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა 28 თებერვალს, დაახლოებით, მოსკოვის დროით 13:00 საათის შემდეგ დაიწყო და რამდენიმე საათს გასტანა. შეხვედრის შემდეგ მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა რიგი პრიორიტეტული საკითხები განსაზღვრეს, რომელზეც გარკვეული გადაწყვეტილებები მოინიშნა.