21.ივლისი .2022 22:00

Georgian Products-ის დამფუძნებელი ნუშის ბიზნესს იწყებს - ინვესტიცია $15 მლნ-ია

Georgian Products-ის დამფუძნებელი ნუშის ბიზნესს იწყებს - ინვესტიცია $15 მლნ-ია
views 1053
უკან

ცხოველების ავეჯის, საკვებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანიის Georgian Products-ის დამფუძნებელი დავით ბარდაველიძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად სოფლის მეურნეობის სექტორში ინვესტირებას იწყებს. როგორც ბიზნესმენმა გადაცემა "რედაქტ2"-ში განაცხადა, კახეთსა და მარნეულში 200 ჰექტარზე ესპანელ პარტნიორებთან ერთად ნუშის ბაღები უკვე გააშენეს.

დავით ბარდაველიძის თქმით, პროექტში 15 მლნ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

„ესპანელებთან ერთად ნუში 200 ჰექტარზე გავაშენეთ. ეს კომპანია საკმაოდ გამოცდილია. წელს პირველი მოსავალი გვექნება და ექსპორტზე გავიტანთ. დავგეგმეთ სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ხილის, რომელიც ჰონკონგში გაიყიდება. რაც შეეხება ინვესტიციას, ის $15 მლნ-ია“ - ამბობს ბარდაველიძე.