მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებს ხსნის

5ebbf5e466943
ნათია თაქთაქიშვილი
13.05.20 17:50
2340
გერმანია მეზობელ ქვეყანებთან საზღვარებს 15 მაისიდან გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას  DW ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსთ შიჰოფერის თქმით, შაბათიდან საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდება.

შიჰოფერის განცხადებითვე, განიხილება ასევე საზღვრების გახსნა დანიასთანაც. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქ მიმოსვლა შაბათიდან სრულად აღდგება, შეზღუდვების გარეშე.

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბუნდესლიგა გახდება პირველი მთავარი საფეხბურთო ლიგა, რომელიც მიმდინარე კვირას განახლდება გემანიაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ.

ცნობისთვის, გერმანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.