მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია მზად უნდა იყოს, რომ რუსეთი გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს - ეკონომიკის მინისტრი

6303351b93dc7
მარიამ ვარადაშვილი
22.08.22 12:00
523
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის განცხადებით, გერმანია უნდა მოემზადოს, რომ რუსეთი გაზის მიწოდებას კიდევ უფრო შეამცირებს.

“წინ ძალიან კრიტიკული ზამთარი გვაქვს. უნდა ველოდოთ, რომ ვლადიმერ პუტინი უფრო მეტად შეამცირებს გაზის მიწოდებას”,-განაცხადა ჰაბეკმა.

რამდენიმე დღის წინ რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ Gazprom-მა განაცხადა, რომ Nord Stream 1-ის გაზსადენში თვის ბოლოსთვის სამი დღით შეაჩერებს გაზის მიწოდებას. ოფიციალურ მიზეზად Gazprom კვლავ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს, რისიც ევროკავშირში არ სჯერათ და აცხადებენ, რომ რუსეთი გაზს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე კვირაა სწორედ სარემონტო სამუშაოების საბაბით გაზსადენი 20%-იანი დატვირთვით მუშაობს.

გასულ კვირას Gazprom-მა ევროპის ბაზარზე გაზის ფასების ზრდის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. როგორც კომპანია აცხადებს, ზამთარში მოსალოდნელია გაზზე ფასი კიდევ დაახლოებით 60%-ით გაიზარდოს და 1000 კუბურ მეტრზე 4 ათას დოლარს გადააჭარბოს.

“ევროპაში გაზის საფასურმა 1 000 კუბურ მეტრზე 2 500 დოლარს უკვე მიაღწია. კონსერვატიული გათვლებით ამ ზამთარს 1000 კუბური მეტრის ფასი 4000 დოლარს გადააჭარბებს”, - აცხადებენ რუსეთის სახელმწიფო კომპანიაში.