მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანია: ვაქცინის არსებული დოზებით COVID-19-ის მესამე ტალღის შეჩერებას ვერ შევძლებთ

60548cc67175b
ნათია თაქთაქიშვილი
19.03.21 18:00
876
გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი იენს შპანი აცხადებს, რომ ვაქცინის არსებული დოზებით ევროპა ვერ შეძლებს COVID-19-ის მესამე ტალღის შეჩერებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, გერმანიაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო, შესაძლოა, შეზღუდვები გამკაცრდეს.

„შემთხვევების მზარდი რაოდენობა შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ჩვენ მომავალ კვირებში ვერ გადავდგამთ ნაბიჯებს შეზღუდვების შემსუბუქებისკენ. პირიქით – შესაძლოა, ნაბიჯების უკან გადადგმაც კი მოგვიწიოს“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ის აცხადებს, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ასევე მზარდია ევროპის მასშტაბით.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო დღე-ღამეში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 17 482-ით გაიზარდა, გარდაიცვალა 226 ადამიანი.