26.სექტემბერი .2021 22:18

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა - ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები დასრულდა - ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია
views 2508
უკან

გერმანიის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა - ქვეყანაში ამჟამად ხმის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ავტორიტეტული ARD/Infratest-ის ეგზიტპოლის მიხედვით, ქვეყნის მოქმედი სამთავრობო კოალიციის ორი წევრი პარტია ლიდერობს, კერძოდ - სოციალ-დემოკრატებს (SPD) ხმათა 25.5% ერგოთ, ხოლო ქრისტიან დემოკრატებს (CDU) ხმების 24.5% შეხვდათ. 

მესამე ადგილზე მწვანეები არიან 13.8%-ით, მეოთხე ადგილზე 11.7%-ით FDF-ი იმყოფება, მეხუთეზე 10.9%-ით AFD, მემარცხენეებს კი 5%-ის მხარდაჭერა აქვს. 

გერმანიის პარლამენტში შესვლისთვის პოლიტიკურ ძალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვა ესაჭიროებათ.

ხმების უფრო ზუსტი გადანაწილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

გერმანიაში ანგელა მერკელის 16 წლიანი მმართველობა დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა