მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გერმანიის კანცლერი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა

6222f6351a2af
BM.GE
05.03.22 09:26
1289
გუშინ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთსაათიან სატელეფონო საუბრის დროს კანცლერმა შეშფოთება გამოთქვა და აღინიშნა, რომ რამდენიმე დღეა უკრაინიდან ცუდი კადრები და ინფორმაცია ვრცელდება. მან რუსეთის მთავრობას სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და რთულ რაიონებში ჰუმანიტარული წვდომისკენ მოუწოდა.

პრეზიდენტმა პუტინმა კანცლერს შეატყობინა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ამ შაბათ-კვირას იგეგმება. პუტინი და შოლცი შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში შედგება.