26.იანვარი .2021 12:03

გიორგი გახარია სკოლების გახსნის პირობას ასახელებს

გიორგი გახარია სკოლების გახსნის პირობას ასახელებს
views 8041
უკან

„შემდგომი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს მთავრობას მოუწევს გადადგას, ეს არის, რა თქმა უნდა, განათლების და პირველ რიგში, დაწყებითი განათლების დაწესებულებების გახსნა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც bm.ge-ის მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პრემიერის თქმით, როგორც კი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასწავლო დაწესებულებები ამოქმედდეს.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რას ნიშნავს სკოლის მოსწავლეების და მათი მშობლებისთვის ხანგრძლივი პერიოდით სახლში ყოფნა და ის, რომ მათ არ აქვთ შესაძლებლობა ფიზიკურად იყვნენ სასწავლო კლასებში. აქაც ჩვენ როგორც კი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს შესაძლებლობას და როგორც კი მაჩვენებელი ჩამოსცილდება 4%-ს, რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სწრაფად ავამოქმედოთ უკიდურესად მნიშვნელოვანი სფერო, განსაკუთრებით ჩვენი შვილებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა