ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება; ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც ჩვენმა დიპლომატიურმა კორპუსმა აქტიურად უნდა იმუშაოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.
„უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასევე, ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი. ეს ის ამოცანებია და მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშე ქვეყნის შემდგომი განვითარება ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს შესწევს უნარი და მზად არის უაღრესად მნიშვნელოვანი, წარმატებული ფუნქცია შეასრულოს ამ გამოწვევების გადალახვაში,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
„ჩვენთვის პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს გაფორმებულია ჩვენს კონსტიტუციაში და ამას ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ჩვენ მიზანმიმართულად გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და აუცილებლად მჭიდრო კავშირი გვექნება ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი პარტნიორი. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკური, პოლიტიკური განზომილებით, უსაფრთხოების განზომილებით - ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება მზად, შეასრულოს თავისი როლი ამ რეგიონში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს შავი ზღვის კონტექსტში და რამდენად აქტუალურია დღეს ის გამოწვევები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შავ ზღვაზე ხედავს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოსთან თანამშრომლობაზე.
„ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა, რომელზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ პირველი ვიზიტები სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა და ამას ჰქონდა აბსოლუტურად გააზრებული მიზანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში. საზღარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, წარმატებული ნაწილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი წარმატებულად დაბრუნდეს და ემსახუროს თავის ქვეყანას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა