საერთაშორისო ფონდ Curatio-ს პრეზიდენტის გიორგი გოცაძის აზრით, ქვეყანამ ყველაზე დიდი ენერგია ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე უნდა მიმართოს.
ამის შესახებ გოცაძემ Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხებოდა.
„მე მგონია, რომ ქვეყანამ და საზოგადოებამ ყველაზე დიდი ენერგია და შრომა სწორედ ეკონომიკური ხედვის ჩამოყალიბებაზე და ახალი შესაძლებლობების ძიებაში უნდა ჩადოს. ახალი შესაძლებლობები არის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით და არის კიდევ მოკლევადიანი პერსპექტივით, რომელიც ხვალინდელ დღეს ეხება. ამ საკითხების სერიოზულ მოგვარებაზე უნდა მიდიოდეს მსჯელობა და კეთდებოდეს პროგნოზები თუ სად იქნება ქვეყნის ეკონომიკა და როგორ დავხვდებით თუ ეპიდემიის მეორე ტალღა იქნება. ამიტომ მგონია, რომ ერთი ყველაზე დიდი რესურსი აქ უნდა დაიხარჯოს“, - ამბობს გიორგი გოცაძე.
გარდა ამისა, Curatio-ს პრეზიდენტის რეკომენდაციაა, ჯანდაცვის სისტემის მეტად გაძლიერება, რადგან ეპიდემიის მეორე ტალღა გამორიცხული არაა.
„უნდა მოვემზადოთ ცოტა უფრო დიდი მოცულობებით და ცოტა უფრო წყნარად და მშვიდად... რადგან ეს ჯერ კიდევ ვარაუდია, მაგრამ არის გარკვეული ფაქტობრივი მონაცემები, რომ ეპიდემია იმ ქვეყნებმაც კი, სადაც ეს ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული, იქაც კი არ აჭარბებს 21%-ს, რომელიც შორის არის იმ იმუნიტეტისგან, რაც სჭირდება, რომ ეპიდემიამ უფრო წყნარად იაროს. ამდენად, ვფიქრობ, ჩვენ ახლა უნდა გამოვიყენოთ დრო, რომ შემოდგომისთვის ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მზად იყოს“, - აღნიშნა გოცაძემ.
ცნობისთვის: გიორგი გოცაძესთან ერთად Forbes Talks-ის სტუმარი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების სპეციალისტი დავით გზირიშვილი იყო.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა