მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ისაკაძე: ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო მედია ბაზარზე შესვლა - BMG-ს ამის პრეტენზია აქვს

626d754ebb1d0
სალომე ჭიპაშვილი
30.04.22 21:42
1163
„ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო მედია ბაზარზე შესვლა - BMG-ს ამის პრეტენზია აქვს.“ - ამის შესახებ BMG Drive-ში BMG-ს დამფუძნებელმა გიორგი ისაკაძემ განაცხადა.

„ამის მიმანიშნებელია სამი კვირის წინ პარტნიორებთან ერთად ქართული ფორბსის აზერბაიჯანულ ბაზარზე შესვლა, სადაც ივნისის ბოლოს უკვე სპეციალური გამოცემის გამოშვებას შევძლებთ,სახელწოდებით „ფორბს კასპიანი“. BMG TV კი ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი არხია, იმ სიახლეების, რასაც ჩვენ სააგენტოზე bm.ge-ზე ვახერხებთ. საუბარია დღეში 100-150 სიახლე, ქართულ და ინგლისურ ენაზე. მე მაქვს სურვილი, რომ BMG მთავარ პარტნიორ სავაჭრო ქვეყნებში იყოს წარმოდგენილი.“ - განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

მისივე თქმით, ონლაინ გადაცემების ფორმატები, რომლებიც ახლა BMG TV-ზე გადის, არის საქმიანი ადამიანების პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიაზე მსჯელობენ დეტალურად.

„შეიძლება ითქვას, რომ BMG TV არის ანცი ახალგაზრდა, რომელსაც ყველანაირი სიახლე, რაც ქვეყანაზე ხდება, მოსწონს, ეძებს და უზიარებს მაყურებელს. BMG არის ყველაზე მსხვილი ბიზნეს პლატფორმა, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბიზნესის გამავრცელებელი,"- აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

BMG TV-იმ მაუწყებლობა 2022 წლის აპრილში დაიწყო, მაგთის მომხმარებლებს მისი ნახვა ნომერ 76-ზე, სილქნეტის მომხმარებლებს კი ნომერ 270-ზე შეუძლიათ. 

BMG Drive - გიორგი ისაკაძე: