მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი მოლოდინაშვილი - "მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ქართული თუ უცხოური ავიაკომპანიის დომინანტობა ბაზარზე"

5eff1502a80b4
ინგა მურუსიძე
03.07.20 15:20
749
მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ქართული თუ უცხოური ავიაკომპანიის დომინანტობა ბაზარზე, - ამის შესახებ საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიორგი მოლოდინაშვილმა BMG-ს გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

მოლოდინაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ვიზიარს“ უკვე ბევრ ქვეყანაში აქვს ბაზა და შეუძლია ფრენა ბევრი მიმართულებიდან შემოვიდეს საქართველოში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველომ ეს შესაძლებლობა გაუშვას და „ბაზა დაკარგოს“.

„სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: „ვიზიარი“ არის როგორც მოცემულობა, ყველაზე დიდი გადამზიდავი მგზავრთნაკადებით, რომელიც არ უნდა გავუშვათ ხელიდან და ჩემი ინფორმაციით, ძალიან აქტიური მოლაპარაკებები მიდის „ვიზეართან“ იმისთვის, რომ ეს გადამზიდველი შევინარჩუნოთ. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ის, რომ ქუთაისის აეროპორტი პრაქტიკულად „ვიზიარზე“ დგას. ჩვენ რომ „ვიზეარი“ არ გვყოლოდა, ქუთაისს ვერ ვაქცევდით ასეთ წარმატებულ პროექტდა, რაც არის დღეს. ხოლო მესამე ფაქტორი არის შემდეგი - მაქსიმალურად უნდა ავირიდოთ ქართული თუ უცხოური ავიაკომპანიის დომინანტობა ამ კრიზისულ სიტუაციაში განსაკუთრებით“, - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა.

რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუკი „ვიზიარი“ ბაზას გააუქმებს, მოლოდინაშვილი განმარტავს, რომ ბაზის გასახსნელად იმდენად დიდი სამუშაოა უკვე გაწეული, რომ მის აღდგენას ბევრი დრო და მუშაობა აღარ დასჭირდება. მისივე შეფასებით, მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ორი საჰაერო ხომალდიდან თუნდაც ერთის დაბრუნებას ქვეყანაში „არაფერი არ უნდა“.

შეგახსენებთ, რომ WizzAir-ი უკრაინის ავიაბაზარზე 2008 წლიდან არის წარმოდგენილი და დაახლოებით 11 მილიონი მგზავრი ჰყავს გადაყვანილი. ამასთან, მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ბაზა ქუთაისში დახურა. თავად კომპანია ამ ნაბიჯს დროებითად აფასებს. საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებითაც, ავიაკომპანია ქვეყანას არ ტოვებს და ბაზას მხოლოდ დროებით ხურავს.