მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი თხელიძე: ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან, რომ პრობლემის გადაგორებაში მივეხმაროთ

5e78bc64db502
BM.GE
23.03.20 17:39
1748
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი თხელიძის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრის მიზანი არსებულ მდგომარეობაზე მსჯელობა და პასუხისმგებლობების გადანაწილება იყო.

როგორც გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან თხელიძემ აღნიშნა, ბანკები ინტენსიურად იმუშავებენ იმისთვის, რომ ბიზნესმა კორონავირუსით გამოწვეული პრობლემები „გადააგორონ.“

„შეხვედრის მიზანი იყო ბიზნეს სექტორთან ერთად გვემსჯელა არსებულ ვითარებაზე, რამდენად მზად არის საფინანსო სექტორი, რომ უწყვეტად გააგრძელოს მუშაობა და ეროვნულ ბანკთან ერთად ვიმუშაოთ; დავუდასტურეთ, რომ მზად ვართ ყველა საბანკო სერვისი უწყვეტად, ყველა რეგიონში მივაწოდოთ.

შემდგომი საკითხი იყო, რა უნდა გაკეთდეს ბიზნესების მხრიდან იმისთვის, რომ თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს ერთი მხრივ, დაცული და მეორე მხრივ იმ ბიზნეს სექტორებს, რომელსაც შეუძლია დღეს მუშაობის გაგრძელება, ხელი შევუწყოთ.

აქ პასუხისმგებლობის გადანაწილებაზეა საუბარი, ძალიან ბევრი ქმდებაა, რასაც მთავრობა აკეთებს; ბანკების მხრიდან ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ბიზნესთან რომ მივეხმაროთ მათ ამ პრობლემის გადაგორებაში, ხოლო მათ ვინც აგრძელებს მუშაობას - ინფრასტრუქტურული პროექტები, სამშენებლო სამუშაოები და სხვები, ჰქონდეთ საქმიანობის გაგრძელების რესურსი.

უნდა მივყვეთ პროცესებს მომდევნო 2-3თვის ვადაში, ყველა მექანიზმი გვაქვს შექმნილი იმისთვის, რომ ბიზნესს რაც სჭრიდება, ჰქონდეს, 3 თვეს დავაკვირდებით და ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება”, - განაცხადა თხელიძემ.