მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გიორგი ხიშტოვანი - საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მლრდ ლარს მიაღწია

5e5635f3a09d4
ინგა მურუსიძე
26.02.20 21:00
710
PMCG კვლევითი ცენტრის კვლევითი დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა თბილისში მიმდინარე ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020“-ს ფარგლებში საქართველოში ეკონომიკური ზრდის და ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა.

„საქართველოს ეკონომიკა თითქმის ორჯერ გაიზარდა და 49 მილიარდ ლარს მიაღწია. ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 13 273 ლარია. 2019 წლის მდგომარეობას, წინასწარი პროგნოზით თუ შევაფასებთ, ზრდა 5.2%-ს შეადგენს. ეკონომიკური ზრდა უკანასკნელი წლების განმავლობაში სიჯანსაღით გამოირჩევა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში მდგრადი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გვაქვს“, - განაცხადა ხიშტოვანმა.

PMCG კვლევითი ცენტრის დირექტორის განცხადებით, საერთაშორისო ვაჭრობის მთლიანმა მაჩვენებელმა 2019 წელს 12.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. წინა წელთან შედარებით 3%-იანი ზრდა გვაქვს.

„ექსპორტისა და იმპორტის მაჩვენებლებში დადებითი ტენდენცია გვაქვს, 12%-ით გაზრდილია ექსპორტი. იმპორტი კი 1%-ით შემცირდა, რაც საბოლოო ჯამში, ჩვენს სავაჭრო ბალანსზე ნახევარ მილიარდიანი შემცირებით გამოიხატა, რაც, ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, კონფერენცია ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2020“-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება.

კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლეშეკ ბალცეროვიჩი.