მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გლდანის მერვე მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდება - ბიუჯეტი მლნ ლარია

5e2c40f23315a
BM.GE
25.01.20 21:00
1700
გლდანის მერვე მიკრორაიონში N23 - N11 - N9 - N6 კორპუსებს შორის არსებულ სკვერს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

მერიის ინფორმაციით, სკვერის რეაბილიტაცია დაახლოებით, 8 000 კვ.მეტრ ფართობზე განხორციელდება და მრავალფუნქციური საზოგადოებრივი სკვერი მოეწყობა.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, ძაღლების გასასეირნებელი სივრცე, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები,შადრევანი. ასევე, მოეწყობა კალათბურთის მოედანი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის და სკეიდბორდის მოედანი. განხორციელდება გამწვანების სამუშაოები - დაირგვება ხეები, დაითესება ბალახი.

აღნიშნული პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 073 160 ლარი არის გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გულია გოცირიძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდა, პროექტი გააცნო და მის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.