მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურიასა და იმერეთში შეზღუდვების დაწესების საკითხზე ხვალ იმსჯელებენ

605c4afe513bf
ვიქტორია მღებრიშვილი
25.03.21 12:32
926
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, გურიისა და იმერეთის რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გათვალისწინებით შესაძლო შეზღუდვების დაწესება აღნიშნულ რეგიონებში ვიზიტის შემდეგ გადაწყდება.

როგორც თამარ გაბუნიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამინისტრო რეგიონებში ეპიდსიტიაციის გაცნობას ხვალ გეგმავს.

„წერტილოვანი შეზღუდვები დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, თუ კი რომელიმე რეგიონში ეპიდემიოლოგიური სურათი სარისკო იქნება. ჯანდაცვის სისტემა იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, ნამდვილად ვეღარ გაუძლებს, ამრიგად უკიდურესი სიფრთხილე გვმართებს. რეგიონულ ანალიზს ყოველდღიურად ვატარებთ და გადაწყვეტილებებიც შესაბამისად მიიღება.

გურიაზე იყო საუბარი, სადაც ხვალ ვგეგმავთ ვიზიტს და ადგილზე შევისწავლით მდგომარეობას; გარკვეული მატების ტენდენციაა იმერეთში, ვიდრე სხვაგან. ადგილობრივი წარმომადგენლების ჩართულობით გავაკეთებთ ანალიზს და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების პირველი და ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზი მობილობის ზრდაა იმ პირობებში, როდესაც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.

„ეს არის მთავარი მკვებავი ამ ეპიდემიოლოგიური ტენდენციების. ჩვენ დავაკვირდით ამას ჩვენივე გამოცდილებით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია პირბადის ტარებასთან. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ წესები, რომელიც დაწესებულია, უნდა დავიცვათ. ტესტირების პროგრამა მნიშვნელოვანია და ეს პროგრამა მაისშიც გაგრძელდება, იმიტომ, რომ ბიზნეს გარემოში ინფიცირებული პირების იდენტიფიცირება მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ - ეს ორი მექანიზმია, რომელიც ჩვენთვის დღეს მთავარი დაცვაა. რა თქმა უნდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვალს ადევნებს ახალი შტამების გამოჩენის რისკებს და ანალიზები ამის დასადგენად ტარდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.