მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკი" ბიზნესს გადახდის სწრაფ სისტემას სთავაზობს - „ამ სერვისს უცხოეთში გავიტანთ“

62f4fbf0752f5
ვიქტორია მღებრიშვილი
12.08.22 11:24
1442
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, საბანკო სფეროს ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ ბანკი პარტნიორ ბიზნესებს გადახდების უფრო სწრაფ სისტემას სთავაზობს. ამის შესახებ მან BMG TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაციის მომხმარებელი დაახლოებით 1 მლნ ადამიანია, რაც საქართველოსთვის ცოტა არ არის.

„ყოველდღიურად ჩვენს აპლიკაციაში 400 000-მდე ადამიანი შედის. შესაბამისად ტექნოლოგიური ცვლილებები მნიშვნელოვანია.

მეორე მიმართულება, სადაც საკმაოდ ბევრი, რამ იცვლება გადახდებია. POS ტერმინალებით გადახდისას ბიზნესებისთვის ერთ-ერთი პრობლემური თემა ის იყო, რომ გადახდები სამ დღეში ისახებოდა. მაგალითისთვის როდესაც ბარში პარასკევს რამეს უკვეთავდი, ბიზნესს ერჩია ამისთვის ქეში აეღო, რადგან ტერმინალით გადახდილი თანხა მის ანგარიშზე მხოლოდ ორშაბათს ისახებოდა. ჩვენ ისე გავაკეთეთ, რომ როგორც კი საბარათე გადახდა ხდება ბიზნესის ანგარიშზე ეს მომენტალურად ისახება. ძალიან ბევრი ტექნიკური პრობლემაა ამის უკან და ამის შესრულება ძალიან რთულია. ამგვარი გადახდების ტიპის სერვისი მსოფლიოში ძალიან ცოტა ადგილასაა, შესაბამისად ამ სერვისით ჩვენ უცხოეთშიც გავიხედავთ და ვნახავთ - რისი გაკეთება შეგვიძლია. ტექნოლოგიური ცვლილებები, რასაც საქართველოს ბანკი აკეთებს ბევრგან ხელმისაწვდომი არ არის“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ბანკი ბიზნესს გადახდების ანალიზის სისტემასაც სთავაზობს, რაც მის ოპერირებას უფრო მოქნილს ხდის.

„ბიზნესებს პოსტერმინალების გადახდის ანალიტიკის მოთხოვნა აქვთ. შესაბამისად ჩვენ მათ შევთავაზეთ სისტემაში შესვლით ნახონ როგორ არის განაწილებული გადახდები დროის მიხედვით, რაც ბიზნესებს თავის მხრივ სპეციალური შეთავაზებების გაკეთების საშუალებას აძლებს, რისთვისაც ცალკე ავტომატიზაციის სისტემა გავაკეთეთ“, - აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.