მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gnomon Wise-მა საქართველოს აგრარული სექტორის მიმოხილვა გამოაქვეყნა: სექტორის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მცირე ფერმის ზომაა

645cb3336a286
BM.GE
11.05.23 13:18
630
საქართველოში აგრარული სექტორის მიერ შექმნილი ნომინალური სიმდიდრე ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ხოლო ეკონომიკაში მისი წილი წლიდან წლამდე მცირდება და 2022 წელს 6.5%-ს მიაღწია. რაც მეტად იზრდება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი, მით ნაკლებია აგრარული სექტორის ზომა ეკონომიკაში, რადგან სხვა - უფრო ეფექტიანი სექტორები გაცილებით მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევიან. შესაბამისად, საქართველოში აგრარული სექტორის წილის შემცირება ქვეყნის ეკონომიკაში ნორმალური პროცესია და სწრაფ განვითარებასთან ერთად მეტად სწრაფად შემცირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი მთლიან შიდა პროდუქტში რეალური ზრდის ტემპია. საქართველოში სოფლის მეურნეობა 2011-2022 წლებში საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა 4.7%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალოზე 1.74-ჯერ წარუმატებლად ვითარდებოდა მოცემული სექტორი.

აგრარული სექტორი საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და შემოსავლების მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი საქმიანობის სახეა. დაქირავებით მომუშავე ადამიანების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წელს 950 ლარი იყო, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 37%-ით მეტი - 1305 ლარი. ეროვნულ მაჩვენებელთან სხვაობა შედარებით ნაკლებია, თუ მედიანურ ხელფასს ავიღებთ. კერძოდ, აგრარულ სექტორში საშუალო მედიანური შემოსავალი 800 ლარია, ხოლო ქვეყნის მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი 12.5%-ით მეტი - 900 ლარი.
ეფექტიანობის თვალსაზრისით, აგრარული სექტორი საქართველოში საკმაოდ მაღალი არაეფექტიანობით ხასიათდება. 2022 წელს იგი 3.4-ჯერ უფრო არაეფექტიანი იყო, ვიდრე სხვა სექტორები გასაშუალოებული და ერთად აღებული.

საქართველოში აგრარული სექტორის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი მცირე ფერმის ზომაა. ფერმერების 80%-ს 1 ჰექტარზე ნაკლები, ხოლო 94%-ზე მეტს 2 ჰექტარზე ნაკლები მიწა გააჩნიათ. წარმატებული ქვეყნების უმეტესობაში მოცემული რიცხვი გაცილებით მაღალია. მაგალითად, ევროპის კავშირში საშუალო ფერმის ზომა 2016 წელს 15.2 ჰექტარი იყო.

აგრარული სექტორის წარმატება დამოკიდებულია საშუალო ფერმის ზომის გამსხვილებაზე, რაც ყველაზე ეფექტიანად ბუნებრივად მიიღწევა და საჭიროა ქვეყანაში ერთი მხრივ, დიდი რაოდენობით ახალი ინვესტიციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა, ხოლო მეორე მხრივ, სტიმულის გაჩენა აგროსექტორში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ჩაერთონ და დასაქმდნენ უფრო ეფექტიან სექტორებში, ვიდრე აგრარული სექტორია.

ვრცლად აგრარული სექტორის შესახებ იხ. Gnomon Wise-ის მიმოხილვაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები