19.იანვარი .2020 16:42

გოდერძიზე 150 მლნ. ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები ხორციელდება

views 986
უკან

კურორტ გოდერძიზე 150 მლნ ლარის ღირებულების 19 საინვესტიციო პროექტი ხორციელდება. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურის მიერ bm.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ადგილზე 1000 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ კურორტზე დამატებით 1300 განთავსების ადგილი შეიქმნება.

მათი ინფორმაციით, კურორტზე უკვე დაწყებყულია „გოდერძის“ მიმდებარე ტერიტორიების დეტალური სივრცით-გეგმარებით კონცეფციაზე მუშაობა, რაც კურორტზე საინვესტიციო პროცესების კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ასევე, დაგეგმილია ახალი სათხილამურო ტრასის მოწყობა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა