საქართველოში Sheraton-ის ბრენდით სულ ორი სასტუმრო ოპერირებს, მათგან ერთი - თბილისში, მეორე კი ბათუმში მდებარეობს. “შერატონ ბათუმი” აჭარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა, მისი მფლობელია კომპანია “ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთი”, რომელმაც სასტუმრო კომპლექსი 2010 წელს მრავალმილიონიანი ინვესტიციის შედეგად გახსნა.
21-სართულიანი კომპლექსი 21 სასტუმრო - ნომერს, 26 ლუქს ნომერს, ასევე, სპა ცენტრს და რესტორნებს აერთიანებს და 200-მდე ადამიანი არის დასაქმებული.
კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2019 წლის განმავლობაში სასტუმროს შემოსავალი 2.1 მილიონი ლარით გაიზარდა და მან 24.1 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან “შერატონის” წმინდა მოგება გასულ წელს 2.2 მილიონი ლარი იყო.
უფრო დეტალურად, “შერატონ ბათუმის” შემოსავლები 2019 წელს ასეთი იყო:
● სასტუმროს ოთახების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 13.8 მილიონი ლარი;
● ბარიდან და რესტორნიდან მიღებული შემოსავალი - 5.4 მილიონი ლარი;
● სპა და სხვა გამაჯანსაღებელი მომსახურებები - 0.9 მილიონი ლარი;
● კომერციული ფართის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 0.8 მილიონი ლარი;
● ნუროლი რეზიდენსის ოთახების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი - 3.2 მილიონი ლარი.
სასტუმროს ოპერირებას “ნუროლთან” გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე Starwood Hotels & Resorts Worldwide-ი, ანუ Sheraton-ის ბრენდის მფლობელი კომპანია ახდენს. 2019 წელს Starwood -ისთვის გადახდილი თანხა 1.7 მილიონ ლარს აღემატებოდა.
"2019 წლის განმავლობაში აღნიშნულ სერვისთან დაკავშირებული ხარჯი 1,776,062 ლარია და შედგება ლიცენზიის, მარკეტინგის და სხვადასხვა გადასახადებისგან, რომლებიც განსაზღვრულია მმართველობითი მომსახურების ხელშეკრულების მიხედვით", - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.
ამ ხარჯის გარდა, სასტუმროსთვის სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები იყო ხელფასები, რომელთა მოცულობაც 2019 წელს 5.2 მილიონი ლარი იყო, კომუნალური ხარჯები, რაც 1.1 მილიონ ლარს აღემატებოდა, ქონების გადასახადი - 807 ათასი ლარი, სარემონტო ხარჯები კი, 810 ათასი ლარი იყო. ამასთან, სასტუმროსთვის აქტივების ცვეთის ხარჯმა 4.9 მილიონი ლარი შეადგინა.
2019 წლის 31 დეკემბრისთვის სასტუმროს აქტივები 86.4 მილიონ ლარი იყო.
2019 წელი არამარტო “შერატონ ბათუმისთვის” არამედ მთლიანად ტურისტული სექტორისთვის რეკორდული შემოსავლებით გამოირჩეოდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველომ ტურიზმიდან გასულ წელს $3 მილიარდზე მეტი მიიღო. ქვეყანამ ჯამურად 9 მილიონზე მეტი ვიზიტორი მიიღო, საიდანაც 5 მილიონი ტურისტი იყო და ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება