მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გოგიტა თოდრაძე: ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა

60216020cb53d
BM.GE
08.02.21 20:20
814
ორგანიზაცია "Open Data Watch"-ის ანგარიშის მიხედვით, ოფიციალური სტატისტიკის სისტემის შეფასებით, საქართველოს რეიტინგი წინა პერიოდთან შედარებით 8 პოზიციით გაუმჯობესდა და მსოფლიოს ქვეყნებს შორის, 39-დან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა. ამის შესახებ საქსტატი იტყობინება.

ანგარიშის მიხედვით საქართველო რეიტინგით უსწრებს ევროკავშირის 12 ქვეყანას (იტალია, საფრანგეთი, ბელგია, პორტუგალია, რუმინეთი, უნგრეთი, ლუქსემბურგი, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი, ლატვია, მალტა) და ისტორიაში პირველად, ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში სახელდება. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ეს სტატისტიკის ეროვნული სისტემის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა.

ორგანიზაცია "Open Data Watch" წარმოადგენს დამოუკიდებელ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც გაეროს სტატისტიკის კომისიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად გვევლიინება. იგი მსოფლიოს ქვეყნების ოფიციალური სტატისტიკის სამსახურების შეფასებას ახორციელებს პერიოდულად, სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით., როგორიცაა საერთაშორისო მეთოდოლოგიებთან შესაბამისობა, მოცვის ხარისხი, გამჭვირვალობა და სტატისტიკურ მონაცემებზე ხელმისაწვდომობა.