მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო უკრაინაში 1,5 მლნ ლარის გენერატორებს გაგზავნის

639c597440c54
ინგა მურუსიძე
16.12.22 15:38
793
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 დეკემბრის განკარგულების შესაბამისად, „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილი ასიგნების ფარგლებში გამოყო 1,5 მლნ ლარი, რომლითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სხვადასხვა ტიპის გენერატორებს შეისყიდის უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით, - ინფორმაცია bm.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ამჟამად მოძიებულია გენერატორები და მიმდინარეობს მათი შესყიდვის პროცედურები.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით, რაც ეხება გენერატორების, ან ტრანსფორმატორების მიწოდებას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.

განცხადება კასიანოვმა 6 დეკემბერს გააკეთა.