მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ი ახალ ონლაინ კურსებს აცხადებს – კომპანია 100 000 მონაწილეს სტიპენდიას ჰპირდება

5f0f424082f54
თამთა ჯიჯავაძე
15.07.20 23:40
1772
Google-ი აცხადებს ახალ ონლაინ სასერტიფიკატო კურსებს მონაცემთა ანალიტიკის, პროექტების მართვისა და მომხმარებელთა გამოცდილების დიზაინის მიმართულებით. ამის შესახებ CNBC წერს.

კურსებს გაუძღვებიან Google-ის თანამშრომლები. პროგრამები სამიდან ექვს თვემდე გრძელდება და მასზე დასწრება შესაძლებელია დისტანციურად, ონლაინ პლატფორმა Coursera-ს საშუალებით.

„ეს არ არის კომერციული კურსები Google-სთვის“, – აცხადებს კომპანიის ვიცეპრეზიდენტი ლიზა გეველბერი, – „მცირედი გადასახადი იქნება თავად Coursera-ს პლატფორმისთვის, კერძოდ, თვეში $49. თუმცა, ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ რომ ყველას, ვისაც სურს რომ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უნდა შეძლოს მისი გამოყენება“.

ტექნოლოგიური გიგანტი აცხადებს, რომ ის მზად არის დააფინანსოს 100 000 სტიპენდია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კარიერული წინსვლისთვის ზემოთ აღნიშნულ პროგრამებში ჩაერთვებიან.

„როდესაც კოლეჯის დიპლომს უდიდესი ფასი აქვს, მასზე ყველას არ მიუწვდება ხელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კოლეჯის დაუმთავრებლობა არ უნდა იყოს ბარიერი ეკონომიკური სტაბილურობისთვის“, – განაცხადა გეველბერმა.

შეგახსენებთ, მსგავსი პროგრამა Google-მა 2018 წელსაც გამოაცხადა, თუმცა, მაშინ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ინფორმაციული ტექნოლოგიები აინტერესებდათ. როგორც კომპანია აცხადებს, ამ პროგრამის მონაწილეთა 80% ამბობს, რომ მათ Google-ის კურსი დაეხმარა კარიერულ წინსვლასა და სამსახურის პოვნაში.