მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა იცის თქვენ სად ხართ - ანგარიში საქართველოში კარანტინით შეცვლილ ქცევას ასახავს

5e87619cde1b0
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.20 20:10
22226
Google-მა დაიწყო რეგულარული ანგარიშების მომზადება იმის შესახებ თუ როგორ შეცვალა COVID-19-ის წინააღმდეგ დაწესებულმა კარანტინმა გლობალურად მილიონობით ადამიანის ყოველდღიური ქცევა. ამისთვის კი ორგანიზაცია მოქალაქეთა ადგილსამყოფელის შესახებ ფაქტობრივ ინფორმაციას იყენებს.

თქვენი სმარტფონის GPS-ის სერვისი იმის გარდა, რომ რუკაზე სასურველი ადგილის მოძიებაში გეხმარებათ, ამავდროულად ისეთი ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, როგორიც არის Google-ი შესაძლებლობას ქმნის დააკვირდეს მთელი საზოგადოებების ყოველდღიურ სატრანსპორტო მარშრუტებს. ამას Big Data ანალიზი ეწოდება და მის სამიზნეს არა კონკრეტული ადამიანის გადაადგილებაზე დაკვირვება, არამედ მთლიანად საზოგადოების დონეზე მოქალაქეთა მობილობის ცვალებადობისთვის თვალყურის მიდევნება წარმოადგენს.

სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით, Google-მა საქართველოსთვის გამოაქვეყნა ანგარიში იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ადამიანთა ქცევა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და საყოველთაო კარანტინის ფონზე. ანგარიშის ბოლო დაკვირვების თარიღი 29 მარტი იყო, შესაბამისად მასში კომენდანტის საათი და 3-ზე მეტი ადამიანის თავშეყრის აკრძალვის ეფექტი არ არის ასახული. 

ანგარიშის შედეგები:

ანგარიში აჩვენებს რომ ისეთ თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სავაჭრო ცენტრები მომხმარებელთა რაოდენობა 67%-ით არის შემცირებული, სამსახურებსა და ოფისებში კი ადამიანთა რაოდენობამ 38%-ით იკლო (1-29 მარტის განმავლობაში).

გართობა/დასვენება და ვაჭრობა - კლება 67% (ამ ჯგუფში შედის რესტორნები, კაფეები, სავაჭრო ცენტრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და კინოთეატრები)





სურსათის მაღაზიები და აფთიაქები - კლება 36% (ამ ჯგუფში შედის ბაზრობები, სურსათის მაღაზიები, სუპერმარკეტები და აფთიაქები)




პარკები - კლება 24% (ამ ჯგუფში შედის მუნიციპალური პარკები, ეროვნული ნაკრძალები და სხვა სივრცეები)



სატრანზიტო ჰაბები - კლება 53% (ამ ჯგუფში შედის მეტრო, ავტობუსები, მატარებლის სადგურები) - შეგახსენებთ, რომ დაკვირვების ბოლო დღე 29 მარტია და მასში მკაცრი საკარანტინო მოთხოვნები და კომენდანტის საათი არაა ასახული. 



სამსახურები/ოფისები - სამსახურებში 38%-ით არის ადამიანთა ნაკადი შემცირებული


საცხოვრებელი სახლები - ზრდა 12%