მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google Russia-მ გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა

62b01d70737d7
გიორგი თოლორდავა
20.06.22 11:14
620
Google-ის ადგილობრივმა შვილობილმა კომპანიამ რუსეთში გაკოტრება ოფიციალურად გამოაცხადა.

Google Russia-ს წარმომადგენლობის განმარტებით, ქვეყანაში ბიზნესის წარმოება და ოპერირება შეუძლებელი გახდა, რადგან კრემლის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა კომპანიას საბანკო ანგარიშებთან და გარკვეულ სერვისებთან წვდომა შეუზღუდა.

„რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს საბაკო ანგარიშების გაუქმებამ შეუძლებელი გახადა ქვეყანაში ჩვენი ოპერირება და ოფისის მუშაობა. მათ შორის, შეგვეზღუდა: ადგილობრივი თანამშრომლების დაქირავება და ანაზღაურების გაცემა; მიმწოდებლების მომსახურება და ფინანსური ვალდებულებების შესრულება“, - წერია კომპანიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი შვილობილი კომპანიის გაკოტრების მიუხედავად, რუსეთს Google-ის სერვისების (Search, YouTube, Gmail, Android, Play, Maps) მიწოდება არ შეუწყდება, თუმცა ქვეყანაში არსებული ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის ოფისი დაიხურება.