“2021 წლის პროგნოზებს თუ შევხედავთ მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 3%-იან ნიშნულს ჩამოცდეს და შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება ამ შემთხვევაში გამართლებული იქნება", - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.
“ამ გადმოსახედიდან ოქტომბერში განაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სახის ცვლილებას არ ველოდებით. თუმცა, მოლოდინი გვაქვს იმ დაშვებით, რომ თუ დეკემბერში ლარის კურსი 3.1-3.2 ლარის ფარგლებში იქნება, შესაბამისად, ეროვნულ ბანკს შესაძლებლობა ექნება, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დაახლოებით 0.5%-ის ფარგლებში შეამციროს.
ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რისკები, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის ამჟამინდელ ურთიერთობას უკავშირდება და მათი კონფლიქტის ესკალაცია შემდგომ გადაწყვეტილებებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.” - განაცხადა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, სექტემბერში ინფლაციის დონე 3.8% იყო. ეროვნულ ბანკს მიზნობრივ წლიურ ინფლაციად 3% აქვს განსაზღვრული.
ამასთან, სექტემბრის შემდგომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით გაზარდა. ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-ს შეადგენს.