მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გრიპის საწინააღმდეგო 200 000 ვაქცინა უკვე ქვეყანაშია - ვის შეუძლია აცრა?

617955f94b4f4
ინგა მურუსიძე
27.10.21 17:53
1091
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა.

"როდესაც ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ საგანგაშო ნიშნულზეა, ორმაგად მნიშვნელოვანია გრიპის სეზონს სრულად დაცულები შევხვდეთ.

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაწყებულია. სახელმწიფომ SANOFI PASTEUR-ის წარმოების 200 000 ვაქცინა უკვე შეიძინა. ვაქცინები საქართველოს ყველა რეგიონში გადანაწილდება და მისი მიღება რისკჯგუფებში შემავალ ადამიანებს უკვე შეუძლიათ. ამისთვის კი საჭიროა მიმართოთ ადგილობრივ პოლიკლინიკებს", - ნათქვამია NCDC-ს ინფორმაციაში.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ: ორსულებს; დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ ადამიანებს; დიაბეტის მქონე ადამიანებს; მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფ პირებს; საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში მყოფ ბავშვებს; C ჰეპატიტის და აივ ინფექციის მქონე პირებს; 60 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებს; პედაგოგებსა და საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელებს; თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურების თანამშრომლებს; პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე თანამშრომლებს და ჯანდაცვის პერსონალსა და ვეტერინარებს.