მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრობლემები საქართველოზე არ აისახება - ISET-ის მკვლევარი

622714b56e688
მარიამ ადამია
13.03.22 20:20
1066
„გულუბრყვილობაა ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრობლემები საქართველოს ეკონომიკაზე არ აისახება“, - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ ISET-ის უფროსმა მკვლევარმა დავით კეშელავამ რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის პროგნოზირებისას განაცხადა.

მიუხედავად ომისა, რომელიც საქართველოს ორ მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანს შორის უკვე ორი კვირაა მიდის, მიმდინარე კვირის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავი იანვარში დაფიქსირებული 18%-იანი ეკონომიკური ზრდით მოიწონა და შესაძლო გამოწვევებზე არაფერი უთქვამს.

პრემიერის განცხადების შეფასებისას ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის მაღალი ზდის მაჩვენებელი იანვარში დიდილად საბაზო ეფექტით არის განპირობებული და 2019 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით, 4,4%-იანი ზრდა „შეგვრჩება ხელში“.

ამდენად, კეშელავას თქმით, ეკონომიკის ზრდის აღნიშნული მაჩვენებლით მთავრობა ოპტიმისტურად არ უნდა იყოს განწყობილი.

“რეალობა მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, პროგნოზები რაც აქამდე გვქონდა, აუცილებლად უნდა გადაიხედოს უარყოფითი მიმართულებით, რადგან ჩვენ წინ გველოდება საკმაოდ მასშტაბური ნეგატიური საგარეო შოკი, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს საქართველოზე. გულუბრყვილო თუ იფიქრებს, რომ ომს არ ექნება გავლენა საქართველოზე ანუ ქვეყანაზე, რომელიც მნიშნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით რუსეთზე,” - განაცხადა დავით კეშელავამ.