გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს, - ამის შესახებ გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტების ერთ-ერთი ინიციატორი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
„მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.
საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.
ის, რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.
რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური?
მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. "საქართველო უპირველეს ყოვლისა", - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
შეგახსენებთ, დღეს, 15:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია განახლდება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.
გუშინ გამართული საპროტესტო აქცია გვიან ღამით დაიშალა. მანამდე პოლიციამ წყლის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
დიმიტრი ხუნდაძე და მისი კოლეგები გუშინ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან სპეციალური კორიდორებით გაიყვანეს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით აიძულეს გზის გათავისუფლება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი