მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა მთელ მსოფლიოში - ირაკლი ღარიბაშვილი

6315cbc944bbe
ვიქტორია მღებრიშვილი
05.09.22 14:11
673
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 7 თვის მაჩვენებელი მთელ მსოფლიოში უპრეცედენტოა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„წინა კვირას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოქვეყნდა, რომელმაც 10.3% შეადგინა, ბოლო 7 თვის განმავლობაში ეს არის მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უკვე მთელ მსოფლიოში. იმიტომ რომ უკრაინის ფონზე ძალიან დიდი გამოწვევებია არამხოლოდ ევროპაში, არამედ ეს პრობლემები გადაცემულია მთელ მსოფლიოზე. ამ ფონზე ჩვენი ქვეყანა ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიღწევას ახერხებს, რაც მისასალმებელია.

მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ქვეყანაში ექსპორტი 40%-ით არის გაზრდილი, ხოლო ფულადი გზავნილები 46.8%-ით გაიზარდა და 300 მლნ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ბიზნეს სექტორის ბრუნვა იანვარ-ივნისში 25% გაიზარდა. ასევე გაიზარდა დასაქმებული ადამიანების რაოდენობა როგორც პირველ ასევე მეორე კვარტალში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.