14 - 15 იანვარს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ვენაში გამართულ Euromoney-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებაზე ყოველწლიურად იკრიბებიან ინვესტორები, პოლიტიკოსები, ფინანსისტები და რეგულატორები მთელი მსოფლიოდან. წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყოველწლიური ფორუმის 25 წლის იუბილეა და მისი ერთ - ერთი მთავარი თემა მონეტარულ პოლიტიკა იყო.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და ხედვა გაუზიარა. ასევე მიმოიხილა მონეტარული პოლიტიკა, არსებული გამოწვევები და ცენტრალური ბანკის ნაბიჯები. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ სირთულეების მიუხედავად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული გაფართოებული დაფინანსების პროგრამის მნიშვნელობას, რომელიც გასული წლის ბოლოს კიდევ ერთი წლით, 2021 წლის აპრილამდე, გახანგრძლივდა. კობა გვენეტაძემ ასევე ისაუბრა საბანკო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე, როგორიცაა - ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს ახალი კანონი, კაპიტალის სისტემური ბუფერების ამოქმედება, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განხორციელებაზე მუშაობა და სხვა.
ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებთან. ასევე, შეხვდა პოტენციურ ინვესტორებს და მათ ქვეყნის მაკროეკონომიკური ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის