მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვთის წყალობით, ეს კაცი ხელისუფლებაში ვერ დარჩება“ - ბაიდენი პუტინზე

623f570a70124
თამთა ჯიჯავაძე
26.03.22 22:08
1394
ეს ომი რამდენიმე დღეში ან თვეში ვერ დასრულდება, ჩვენ ჩვენი თავი ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა მოვამზადოთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინელი ხალხისადმი მიმართვისას განაცხადა.

„ჩემი მესიჯი უკრაინისადმი არის ის, რომ ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან რუს ხალხსაც მიმართა:

„მე ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად მივმართავდი რუს ხალხს. ნება მიბოძეთ გითხრათ, თუ შეგიძლიათ ამის მოსმენა. თქვენ ჩვენი მტერი არ ხართ. მე ვერ დავიჯერებ რომ თქვენ მხარს უჭერთ უდანაშაულო ბავშვების და მოხუცების დახოცვას“, - განაცხადა ბაიდენმა.

მან გამოსვლა ვლადიმერ პუტინის მისამართით გამოთქმული სიტყვებით დაასრულა: „ღვთის წყალობით, ეს კაცი ხელისუფლებაში ვერ დარჩება“.