მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების შემდეგ, უკრაინა ახალ მარშუტზე საუბრობს

64b7ad6aebca5
მარიამ ვარადაშვილი
19.07.23 13:34
587

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმების გაგრძელებაზე, უკრაინა სხვა მარშრუტზე ალაპარაკდა.

თურქეთში უკრაინის ელჩმა ვასილი ბოდნარმა მედიას უთხრა, რომ საუბარია რუმინეთისა და ბულგარეთის აკვატორიის გამოყენებაზე, თუმცა სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.

ელჩის განმარტებით, ახალი მარშრუტის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა იმისთვის, რომ უკრაინამ გეგმა განხორციელოს.

უკრაინამ და რუსეთმა 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

შეთანხმება მსოფლიოში არსებული სასურსათო კრიზისის საპასუხოდ გაფორმდა, რადგან რუსეთიც და უკრაინაც მარცვლეულის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები არიან. თავის მხრივ, რუსეთმა მიიღო გარანტია, რომ საკუთარი მარცვლეულისა და პესტიციდების ექსპორტსაც განახორციელებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს ამოიწურა.

რუსეთი შეთანხმების სანაცვლოდ ტოლიატი-ოდესის ამიაკის მილსადენის ამუშავებას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და მისი ნაწილების მიწოდების აღდგენას, უცხოეთის პორტებში რუსული გემების შესვლას და Россельхозбанк-ის საგადასახადო სისტემა SWIFT-ში დაბრუნებას ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები