მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს გამოიძიებს

621d2cb92f417
თამთა ჯიჯავაძე
01.03.22 00:10
860
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტს გამოიძიებს. ამის შესახებ BBC-ის ცნობით, სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა.

„არის გონივრული საფუძველი იმისა, რომ ვიფიქროთ რომ უკრაინაში ნავარაუდევი როგორც ომის დანაშაული, ასევე კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია ჩადენილი“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, უკრაინამ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი რამდენიმე დღის წინ გაგზავნა.

„რუსეთმა პასუხი უნდა აგოს გენოციდის მნიშვნელობის დამახინჯებისთვის საკუთარი აგრესიის გასამართლებლად. ჩვენ ვითხოვთ სასწრაფო გადაწყვეტილებას, რათა რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები ახლა და ველოდებით, რომ სასამართლო მომავალ კვირას დაიწყება“, - განაცხადა ზელენსკიმ.