სოფლის მეურნეობის პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია „ჰერბიამ“ ბიზნესის განვითარებაში 2.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო, რითიც პროდუქტების დამამუშავებელ-შემფუთველი საწარმო და მიტანის სერვისი აამოქმედა.
BM.GE-სთან საუბარისას კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ პროექტზე დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და რამდენიმე დღის წინ „ჰერბიას“ ახალი საწარმო სრული დატვირთვით, ხოლო მიტანის სერვისი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში ამოქმედდა. ადგილობრივმა მეწარმემ პროექტი სოფლის მეურნეობის იაფი კრედიტის პროგრამის მხარდაჭერით განახორციელა.
„პანდემიის პერიოდში შეფუთულ პროდუქტზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად ჩვენც პროდუქტის მომხმარებლისთვის უსაფრთხოდ მიწოდების ფორმას უფრო მეტი ყურადღება დავუთმეთ და ბაზარზე გარკვეული სტანდარტიც დავნერგეთ. დღეს კი სოფლის მეურნეობის პროდუქტების 80-მდე დასახელების „ჰერბიას“ პროდუქტებთან ერთად საწარმოს ამოქმედებით, პარტნიორი ფერმერების მიერ წარმოებული 20-მდე დასახელების პროდუქტის შეთავაზება შევძელით. საქმე ის არის, რომ მომხმარებლის მხრიდან მუდმივად იყო მოთხოვნა სოფელში წარმოებულ ეკოლოგიურად სუფთა ხორცპროდუქტებზე - ქათამსა და წიწილაზე, ძროხის, ხბოს და ღორის ხორცზე, ასევე თევზზე, კვერცხზე, თაფლზე, ნიგოზსა და ლობიოზე იყო. შესაბამისად საწარმოში ყველა ამ დასახელების პროდუქტის დამუშავება და შეფუთვა ხდება“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.
ახალი საწარმო წყალტუბოში „ჰერბიას“ მეურნეობის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ-ზე განთავსდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, წარმოების ამოქმედება და პარტნიორებთან თანამშრომლობა მათ დღიურ წარმადობას დაახლოებით 1.5-2.0 ტონით, ჯამში 7 ტონამდე გაზრდის.
რაც შეეხება მიტანის სერვისის ამოქმედებას, რომელიც პროექტის მეორე ნაწილს შეადგენს, დღემდე „ჰერბიას“ პროდუქცია საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ქსელურ მარკეტებში იყიდებოდა, ამიერიდან კი მომხმარებელი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში პროდუქტის მიღებას შეკვეთით შეძლებს.
„ჰერბიამ“ პროდუქტების რეალიზება საწყის ეტაპზე თბილისით დაიწყო და შემდეგ მთელ საქართველოში გავიდა. მიტანის სერვისით საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოცვასაც ამ პრინციპით ვგეგმავთ. ამ მომსახურებას განსხვავებული ტიპის მანქანები ახორციელებენ, რომელიც შევიძინეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში შევხედავთ რა შედეგებს გვიჩვენებს, შემდეგ სხვა ქალაქებზე ვიფიქრებთ. ძირითადად ჩვენი მომხმარებელი ისინი არიან, ვინც „ჰერბიას პროდუქტს დღემდე მოიხმარდა და სწორედ მათი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნა მიწოდების სერვისიც. მართალია ჩვენი პროდუქციის მიწოდებას, სხვა მიტანის სერვისის კომპანიებიც ახორციელებენ, თუმცა გამოხმაურების მიხედვით მომხმარებელს განსხვავებული მოთხოვნები ჰქონდათ და იმ პროდუქტების მიწოდების სურვილს აფიქსირებდნენ, რაც შემფუთველი წარმოების ამოქმედებისა და პარტნიორ ფერმერებთან თანამშრომლობით უკვე გვაქვს. ვფიქრობთ, მიტანის სერვისის ამოქმედების შემდეგ გაყიდვები დაახლოებით 10-15%-ით გაიზრდება“, - განაცხადა „ჰერბიას“ დამფუძნებელმა.
პროექტის განხოციელების შედეგად კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 25-ით გაიზარდა და დღეისთვის "ჰერბია" 300 სამუშაო ადგილს ქმნის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ