მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოგება-ზარალის ზღვარზე ვმუშაობთ, თუმცა ფასების ზრდას არ ვგეგმავთ“ – „ჰერბია“

640da01e0c729
თინათინ ნატმელაძე
13.03.23 09:00
1230
„ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასის ზრდა არ იგეგმება.

მისივე ცნობით, კომპანია ამ ეტაპზე მოგება-ზარალის ზღვარზე მუშაობს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ სიტუაციის დარეგულირებამდე ფასები შეინარჩუნოს.

„ჩვენ მთელი 16 წლის მანძილზე, რაც ბაზარზე ვოპერირებთ, ერთადერთხელ გავზარდეთ ფასი, ისიც კოვიდის პერიოდში, როცა ენერგომატარებლებზე, საწვავზე, წყალზე, შესაფუთ მასალებზე და ყველა საშუალებაზე ფასი საგრძნობლად გაიზარდა. ამ დროს იძულებული გავხდით, რომ ფასში კორექტირება შეგვეტენა, რადგან პროდუქტის თვთღირებულება საკამოდ დიდი იყო.

ახლა კი, თუ რაიმე დიდი კატასტროფა არ მოხდა, ფასის ზრდას არ ვგეგმავთ, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი პირადი წარმოება, ჩვენი სასაწყობე მეურნეობა, გადამამუშვებელი წარმოება, პირადი ლოგისტიკა, დისტრიბუცია, დახლთან რომ სპეციალისტები დგანან, კონსულტანტების სახით, ისიც ჩვენი გვყავს და ეს ჯაჭვი გვაძლევს საშუალებას, რომ ფასი შევინარჩუნოთ და მოგება-ზარალის ზღვარზე ვიმუშაოთ.

სხვა შემთხვევაა, როცა პროდუქციას ფერმერებისგან ვიბარებთ, ამ დროს მათ თავიანთი ხედვა აქვთ ფასთწარმოქმნაზე, ამიტომ ჩვენ იძულებული ვხდებით, რომ საფასური დავაკორექტიროთ“, - განაცხადა ზურაბ ჯანელიძემ.

აქვე შეგახსნებეთ, რომ "ჰერბია" ბაზარზე 16 წელია ოპერირებს და მომხმარებლებს საკუთარი პირველადი წარმოებისა და ფერმერებისგან მიღებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები