10.ივლისი .2020 21:00

ჰონგ-კონგი კორონავირუსის შიდა გადაცემის შემთხვევების ზრდის გამო, სასწავლო პროცესს აჩერებს

views 446
უკან

ჰონგ-კონგი სასწავლო პროცესს ყველა სკოლაში შეაჩერებს კორონავირუსის შიდა გადაცემის გაზრდილი შემთხვევების გამო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

როგორც გამოცემა იუწყება, ჰონგ-კონგში საზაფხულო არდადეგები ივლისის ბოლოდან უნდა დაწყებულიყო, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის განათლების დეპარტამენტმა გუშინ მიიღო, მას შემდეგ რაც ჰონგ-კონგში კორონავირუსით ინფიცირების 42 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის 34 ვირუსის შიდა გადაცემის შემთხვევა იყო.

ჰონგ-კონგის ხელისუფლებამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება მაქსიმალურად გაამკაცროს სოციალური დისტანცირების ნორმები.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბენ ქოუგილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ თითოეული ინფიცირებულის უკან მინიმუმ სამი ახალი ინფიცირებული იგულისხმება, „ასე რომ ქვეყანას დიდი ძალისხმევა დასჭირდება ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად“.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა