მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორეკას სექტორი კადრების აყვანას ვერ ახერხებს - HR.GE დასაქმების მსურველთა დეფიციტზე საუბრობს

610ff51b6303f
ანუკა ჯოხაძე
08.08.21 23:00
1925
ჰორეკას სექტორის წარმომადგენლები კადრების დეფიციტზე საუბრობენ. როგორც ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, პანდემიის შემდეგ სასტუმროებსა და რესტორნებს კადრების მოძიება უჭირთ.

აღნიშნულს ადასტურებს დასაქმების პორტალი HR.GE-იც. კომპანიის რეგიონული მენეჯერი ინგა შახბაზიანი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ჰორეკას სექტორმა აქტიურობა გაზაფხულზე დაიწყო და მხოლოდ მაისში სრულად გამოცხადებული ვაკანსიების 23% სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა. თუმცა შახბაზიანის განმარტებით, დაინტერესება ჰორეკას სექტორის გამოცხადებულ ვაკანსიებზე ძალიან დაბალია.

“ზოგადად, აგვისტო დასაქმების კუთხით ისედაც პასიურია, რადგან ძირითადად შვებულებებია და ცდილობენ სექტემბრისთვის გადაწიონ დასაქმების საკითხი. პანდემიის შემდეგ ჰორეკას სექტორს ძალიან ბევრი ვაკანსია გამოუჩნდა, ძირითადი მაინც ეძებდნენ მიმტანებს, ბარმენებს, მზარეულებს. თუმცა ხშირად ორჯერ და სამჯერ უწევდათ ერთსადაიმავე პოზიციის გამოცხადება, იმიტომ რომ ვერ ახერხებდნენ კადრის აყვანას. ნამდვილად რეალობაა ის, რომ ჰორეკას სექტორში არის კადრების ნაკლებობა. ადრე თუ ჰორეკას სექტორის ვაკანსიაზე შემოდიდა 100-150 განაცხადი, დღეს ეს შემცირებულია 5-ჯერ მაინც”, - აცხადებს HR.GE-ის რეგიონული მენეჯერი.