მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ფინანსური დავალიანების გამო, ბაკალავრის სტუდენტების 12%-ს სტატუსი შეჩერებული აქვს - ბუჩუკური

643eadee0e353
ინგა მურუსიძე
18.04.23 23:31
560
პარლამენტის წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, ქვეყანაში სტუდენტური ასაკის ახალგაზრდების დასაქმების დაბალი მაჩვენებელია და ქვეყნიდან წასვლაზე ყოველი მესამე ახალგაზრდა ფიქრობს.

„ჩემი მოთხოვნის საფუძველზე, განათლების და მეცნიერების სამინისტრომ ოფიციალურად მომაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბაკალავრიატის საფეხურზე სულ რეგისტრირებულია 178 450 სტუდენტი და აქედან ფინანსური დავალიანების გამო, თითქმის 12%-ს სტუდენტის სტატუსი აქვს შეჩერებული.

საუბარია 21 137 სტუდენტზე, რომელიც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებსაც სწავლის საფასურის ვერ გადახდის გამო, სწავლის გაგრძელებაზე ფაქტობრივად ოფიციალურად უარი ეთქვათ. ამას ემატება ისიც, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, სტუდენტების ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების დაბალი მაჩვენებელია და სამწუხაროდ, სახელმწიფო ხელს არ უწყობს სტუდენტური სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ის უპერსპექტივობა, რაც განაპირობებს იმ რთულ სურათს, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული ბოლო კვლევებითაც დგინდება, რომ საკუთარი ქვეყნიდან წასვლაზე ყოველი მესამე ახალგაზრდა ფიქრობს.

სტუდენტების მძიმე სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდეგი შემოთავაზება მაქვს - შეგვივლია თუნდაც პარლამენტის შიგნით შევქმნათ სამუშაო პლატფორმა, სადაც როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გადაჭრის მექანიზმებზე პოლიტიკური შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

13.02.2023-ის მდგომარეობით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზაში ბაკალავრიატის საფეხურზე 178 450 სტუდენტიფი ქსირდებ, რომელთაგან 68 491 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს, ხოლო მათგან 28 590-ს - ფინანსური დავალიანების გამო.

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტებიდან 1064 პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე; 851 პირს აქვს აქტიური სტატუსი სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე; 1031 სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან გასულია 5 წელზე მეტი; 754 სტუდენტს სტატუსი შეჩერებული აქვს 2 ან მეტ საგანმანათლებლო პროგრამაზე; 2702 სტუდენტს მოპოვებული აქვს სახელმწიფო-სასწავლო-სოციალური გრანტი; ხოლო 1051 სარგებლობდა პრიორიტეტული პროგრამული დაფინანსებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები