მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ჩინეთის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა

5e996f437de01
ნათია თაქთაქიშვილი
17.04.20 16:25
1375
1992 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა უარყოფითია. დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც პირველი კვარტლის მშპ-ის მაჩვენებლებს ასახავს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 6.8%-ით შემცირდა.

ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-თებერვალში რითეილის სექტორში შემცირება 20.5%, ხოლო მარტში კი 15.8% იყო. ექსპორტის ვარდნამ წლის პირველ კვარტალში 13/3%, ხოლო იმპორტის შემცირებამ კი 2.9% შეადგინა. სავარაუდოდ, მომდევნო თვეების განმავლობაში შემცირებას კვლავ ზრდა შეცვლის, რადგანაც ქვეყნის საწარმოები ეტაპობრივად კრიზისამდელი პერიოდის სიმძლავრეების აღდგენაზე მუშაობენ.

IMF-ის მიერ გამოქვეყნებული განახლებული შეფასების მიხედვით, 2020 წლის მეორე-მეოთხე კვარტლებში ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დადებითი იქნება, ჯამურად კი 2020 წლისთვის ჩინეთში 1.2%-იანი ზრდა არის ნავარაუდევი. ეს ბოლო ათწლეულების მინიმალური მაჩვენებელი იქნება. სავალუტო ფონდი 2021 წელს ქვეყანაში ვითარების გაუმჯობესებას და 9%-იან ზრდას პროგნოზირებს.