მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი მოსალოდნელზე მეტად შენელდა

62867ee88c249
გიორგი თოლორდავა
19.05.22 21:25
1545
რუსეთის ეკონომიკის ზრდის დონე მოსალოდნელზე მეტად შენელდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა გასულ წელთან შედარებით 3.5%-ით გაიზარდა, რაც 0.5 პროცენტული პუნქტით ჩამოუვარდება ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდევ 4%-იან ნიშნულს.

რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის ზრდის ძირითად მამოძრავებელ ფაქტორებად ისევ ენერგეტიკული ინდუსტრია და წარმოება რჩება. პირველ კვარტალში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვებიდან მიღებული შემოსავალი 8.5%-ით გაიზარდა, წარმოებიდან კი - 5.1%-ით.

აღსანიშნავია, რომ პირველი კვარტლის მონაცემების ძირითადი ნაწილი იანვარი-თებერვლის პერიოდზე მოდის, შესაბამისად, ის მხოლოდ ნაწილობრივ მოიცავს საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციების პერიოდს, რის გამოც ის მკაფიოდ არ ასახავს რუსეთის ეკონომიკის რეალურ მდგომარეობს.

ანალიტიკოსების ვარაუდით, 2022 წელს მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის 12%-ზე მეტით შემცირება, რაც საერთაშორისო სანქციებითა და ბოიკოტითაა განპირობებული.