მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 22%-ით გაიზარდა - TOP-10 საექსპორტო საქონელი

6440eb35e3949
ვიქტორია მღებრიშვილი
20.04.23 11:40
901
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 მილიარდ 783 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მხოლოდ 30.5%-იანი წილი ეკავა. იანვარ-მარტის პერიოდში ექსპორტი 1 მილიარდ 461 მილიონ დოლარი იყო, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 24.7%-ით აღემატება, ხოლო იმპორტმა 3 მილიარდ 322 მილიონი დოლარი შეადგინა და ზრდა 21% იყო.

2023 წლის პირველ კვარტალში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 411.8 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 28.2%-ს შეადგენს. მეორე ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 205.7 მლნ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 14.1%) იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 81.8 მლნ დოლარით (5.6%) ფეროშენადნობებია.

ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტად მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი გაიზარდა, რაც ძირითადად საქონლის რეექსპორტს წარმოადგენს. ზრდა გვაქვს ასევე სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების ექსპორტის მხრივაც. ექსპორტის კლება კი უმსხვილესი სავაჭრო საქონლის ათეულში იმ სასაქონლო ჯგუფებში ფიქსირდება, რომელიც ადგილობრივ ექსპორტს მიეკუთვნება.

TOP-10 საექსპორტო საქონელი:

1. მსუბუქი ავტომობილები - 411.7 მლნ დოლარი, ზრდა - 333.9%;
2. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 205.7 მლნ დოლარი, კლება - 24.1%;
3. ფეროშენადნობები - 81.8 მლნ დოლარი, კლება - 48.9%;
4. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 56.4 მლნ დოლარი, ზრდა - 23.3%;
5. აზოტოვანი სასუქები - 55.2 მლნ დოლარი, კლება - 27.9%;
6. სპირტიანი სასმელები - 39.7 მლნ დოლარი, ზრდა - 72.7%;
7. თხილი და სხვა კაკალი - 26.7 მლნ დოლარი, ზრდა - 34.3%;
8. მინერალური და მტკნარი წყლები - 26.1 მლნ დოლარი, კლება - 20.2%;
9. ოქრო - 24.1 მლნ დოლარი, ზრდა - 12.7%;
10. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 22.8 მლნ დოლარი, ზრდა - 241.3%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები