მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში საქართველოში კონტეინერების ნაკადი 24%-ით გაიზარდა - ეკონომიკის სამინისტრო

5e4a8fa416b62
შოთა ტყეშელაშვილი
17.02.20 17:08
1161
2020 წლის იანვარში საქართველოს საზღვაო ნავსადურების მიერ ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 56,409 TEU შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.3%-ით მეტია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, 2020 წლის იანვარში რკინიგზის მიერ გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 6,441 TEU შეადგინა, რაც 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 28.5%-ით მეტია.