მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონელი მოსახლეობის 30%-ზე მეტი ოლიმპიური თამაშების გამართვის წინააღმდეგია

5fd8a50b975fb
ნათია თაქთაქიშვილი
15.12.20 21:35
585
იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა NHK-მ გამოკითხვა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ მოსახლეობის რა ნაწილი უჭერს მხარს ქვეყანაში ოლიმპიური თამაშების გამართვას 2021 წელს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, რესპოდენტების 30%-ზე მეტს არ სურს იაპონიაში გაიმართოს ოლიმპიური თამაშები, ხოლო 31% აცხადებს, რომ თამაშების გადადებას უჭერს მხარს.

გამოკითხულთა მხოლოდ 27% მიიჩნევს, რომ თამაშები გეგმის მიხედვით, 2021 წელს უნდა გაიმართოს.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების ჩატარების მხარდამჭერთა რაოდენობა 40%-ს შეადგენდა. პირველი გამოკითხვის დროს, მხოლოდ 23% უჭერდა მხარს თამაშების გაუქმებას, ხოლო 25% - თამაშების გადადებას.

CNN-ი წერს, რომ ოლიმპიური თამაშების გამართვის მოწინააღმდეგეთა ზრდა ქვეყანაში კორონავირუსის მესამე ტალღას უკავშირდება.