ერთი კვირის წინ რუსეთმა საკუთარ რიგებში დონეცკის და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკები და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები მიიღო. ამ ნაბიჯის გამო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეგულაციების დარღვევის გამო, რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი საკუთარი რიგებიდან გარიცხა.
სოკ-ის კომუნიკაციების დირექტორის მარკ ადამსის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა ოლიმპიური ქარტიის დარღვევაა. სწორედ ამის გამო ისჯებიან ისინი და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან ვერანაირ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.
თუკი რუსებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვებენ ჯერ უცნობია რა ფორმით მიიღებენ ისინი მონაწილეობას, თუმცა ეს ინფორმაციას ოლიმპიურ თამაშებამდე რამდენიმე თვით ადრე გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური თამაშები, რომლის მასპინძლობაც საფრანგეთს დაახლოებით 4.5 მილიარდი ევრო უჯდება, პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.