25.მარტი .2022 11:24

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს
views 687
უკან

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც 80-მდე რუსული ორგანიზაციის შეზღუდვას და დამატებით 25 პირის აქტივების გაყინვას მოიცავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქციების ახალი პაკეტი შეეხო მსხვილი რუსული ბანკის Vnesheconombank-ის თავმჯდომარეს და რუსეთის ყოფილ ვიცე-პრემიერს, იგორ შუვალოვს. გარდა ამისა, იაპონიის მიერ სანქცირებულ სიაში მოხვდნენ რუსი ოლიგარქის, სერგეი შემეზოვის ოჯახის წევრები და ნათესავები.

აღსანიშნავია, რომ შორეული აღმოსავლეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო აგრესიას ყველაზე აქტიურად იაპონია აპროტესტებს.

გასული კვირების განმავლობაში, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რამდენიმე პაკეტი წარადგინა. შეზღუდვები შეეხოთ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მაღალჩინოსნებს, ოლიგარქებს და მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს.

გარდა ამისა, წამყვანმა იაპონურმა ბრენდებმა ნებაყოფლობით მიიღეს რუსეთის ბაზრის დატოვების და საქმიანობის შეზღუდვის გადაწყვეტილება, მათ შორისაა: Toyota, Honda, Sony და Nintendo.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა