“იაპონია მზადაა გამოყოს $4,5 მილიარდი უკრაინის აღსადგენად”, - განაცხადა იაპონიის პრემიერ მინისტრმა ფუმიო კიშიდამ G7-ის ონლაინ შეხვედრის დროს 6 დეკემბერს.
იაპონიამ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის დახმარება უკვე შესთავაზა, რომელიც ჰუმანიტარული დახმარებისა და გამოჯანმრთელების ფონდებისგან შედგება.
ამასთან, იაპონიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ 2024 წლის თებერვალში იაპონია უმასპინძლებს იაპონურ-უკრაინულ კონფერენციას, რათა კერძო სექტორის ჩართულობით ეკონომიკის აღდგენას შეუწყოს ხელი.
შეხვედრაზე G7-ის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი სოლიდარობა უკრაინის მიმართ ურყევია და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მტკიცედ გამკაცრებას და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.