მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევგენი პრიგოჟინს ბახმუტში ბუნებრივი საბადოების მითვისება სურს - აშშ-ის დაზვერვა

63b7da89ce8a1
გიორგი თოლორდავა
06.01.23 12:39
1110
ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს მეგობარს და რუსეთის ერთ-ერთ უმდიდრესი მოქალაქეს, ევგენი პრიგოჟინს დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტში არსებული მარილისა და თაბაშირის ბუნებრივი საბადოების მითვისება სურს.

პრიგოჟინი რუსეთის უდიდესი კერძო არმიის, Wagner Group-ის მფლობელია, რომელიც ამჟამად აქტიურადაა ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ომში. აშშ-ის დაზვერვა იუწყება, რომ რუსი სამხედროების განსაკუთრებული აქტივობა ქალაქ ბახმუტში არა მისი სტრატეგიული მნიშვნელობით, არამედ სწორედ აღნიშნული საბადოებითაა განპირობებული.

უცხო ქვეყნის რესურსების მითვისება რუსეთისთვის დამახასიათებელი ქმედებაა. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანსა და მალიში რუს სამხედროებს ასობით საბადოს მითვისება და გაძარცვა ედებათ ბრალად და, როგორც ჩანს, პრიგოჟინს ბახმუტშიც იგივე სტრატეგიის გამოყენება სურს.

Wagner Group-ი ამჟამად 50,000 დაქირავებულ მებრძოლს აერთიანებს, აქედან 4,100 უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა, თითქმის 10,000 კი დაიჭრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები