უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს.
3 თებერვლიდან იაპონია აკრძალავს ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტს რუსეთში. ქვეყანა ასევე გაუყინავს აქტივებს სამ კომპანიასა და 22 ფიზიკურ პირს, მათ შორის არიან რუსი მაღალჩინოსნები თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხაილ მიზინცევი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო.
იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს ცნობით, ასევე აიკრძალება რუსეთში ბირთვული ობიექტებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის გაყიდვა. იაპონიის მიერ დააანონსებულ ახალ სანქციებს კრემლი უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააუარესებს.
“იაპონია თავიდანვე [უკრაიანაში ომის დაწყება] მოხვდა არამეგობრული ქვეყნების სიაში. ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები ორმხრივი ურთიერთობების კუთხით”, - განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.