საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიას აზრით, საქართველოს მთავრობამ ახალი ინვესტორების მოსაზიდად, პირველ რიგში, უკვე არსებული ინვესტორები უნდა გამოიყენოს, რადგან მიაჩნია, რომ „პირველი ელჩები“ სწორედ ისინი არიან. ამის შესახებ ქობალიამ BM.GE-ისთან ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება ქვეყნებს, საიდანაც FDI-ის მოზიდვაზე უნდა ვიმუშაოთ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა იაპონია, სამხრეთ კორეა და აშშ გამოყო.
„ახლა აქცენტს გავაკეთებდი იმ ქვეყნებზე, რომლებიც გამოდიან ჩინეთიდან; ესაა იაპონია, კორეა და რაღაც დონეზე აშშ-იც. ამ კრიზისულ პერიოდში დღეს თუ არ გავაკეთეთ ეს, ხვალ უკვე გვიანი იქნება“, - ამბობს ვერა ქობალია.
ჟურნალისტის კითხვა-რეპლიკაზე - „რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოში იაპონური ჰოლდინგი TEPCO შემოვიდა, რომელმა „დარიალი ჰესის“ 30% იყიდა“, ქობალიამ თქვა, რომ იაპონელები, ზოგადად, ძალიან დეტალურად აანალიზებენ ყველაფერს და ძალიან ფრთხილები არიან, ამიტომ რადგან მათ რაღაც ტიპის ინვესტიცია უკვე ჩადეს საქართველოში, ისინი უნდა გამოვიყენოთ, როგორც ჩვენი ელჩები იაპონიაში.
„მათი დახმარებით, მთავრობიდან 24 საათი უნდა იყვნენ სატელეფონო თუ zoom-საკონფერენციო კავშირზე და უყვებოდნენ, რატომ აირჩია TEPCO-მ საქართველო“, - ამბობს ის.
რაც შეეხება დარგებს, სადაც საქართველოში ინვესტირება, შესაძლოა, მიმზიდველი იყოს, ყოფილმა მინისტრმა ენერგეტიკა დაასახელა.
„მაგალითად, ჰიდრო-ენერგეტიკა, განახლებადი ენერგიები... რაც შეხება კვების და გადამამუშავებელ მრეწველობას, ვთვლი, რომ ეს დარგები უფრო რეგიონალური გახდება და ზოგადად, წარმოების ჯაჭვი შემცირდება. ამიტომ არის რაღაც მიმართულებები და სფეროები, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით, სადაც ქვეყნები ან შიდა წარმოებაზე გადავლენ ან რეგიონალურ წარმოებაზე იმ ქვეყნებთან, სადაც მაღალი ნდობა აქვთ და იმედია, საქრთველო ევროპის ან ამერიკის ბაზრისთვის სანდო პარტნიორი იქნება“, - აცხადებს ქობალია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი